ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია“ საბაკალავრო პროგრამის მერვე სემესტრის სტუდენტის ვიტალი ობოლაძის 13190/30; 25.07.2023 განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
1) შეიქმნას სტუდენტ ვიტალი ობოლაძის ფინალური საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში „სოციალური მუშაობა“ შემდეგი შემადგენლობით:
- სანდრო ტაბატაძე –ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
- სალომე ნამიჭეიშვილი –ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
- თამარ მახარაძე - ასოცირებული პროფესორი.
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.